შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ანაკლიაში ორი ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ანაკლიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე 38 წლის ფ.ა., ხოლო სოფელ განმუხურში 22 წლის ბ.კ.

“სამართალდამცველებმა ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა,”- აცხადებს შსს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ბ.კ.-ს, უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

“ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა,”- აცხადებს შსს.

ორივე შემთხვევაზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლით მიმიდნარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამეგრელოში 7-8 აგვისტოს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკვე ოთხი ადამიანია დაკავებული. გუშინ, 7 აგვისტოს, შსს-მ გაავრცელა ინფომაცია, რომ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, ხოლო მეორე დაკავებულის შემთხვევაში  – ანმუხურში დააკავეს პირი, რომელსაც ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი