ახალი ამბები

ანონსი – 8 აგვისტო

8 აგვისტო, 2017 • 2047
ანონსი – 8 აგვისტო

10:30 – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივს მიაგებს.


11:30 –  ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელობას შეხვდება. მისამართი: ვარდების მოედანი #1 (სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“)


12:00 – ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-კიშინიოვი-ბიშკეკი თემაზე “ალპინისტის საერთაშორისო დღე: ქართველი მთამსვლელები” გაიმართება სამშაბათს, 8 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში. 


12:00 – „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

დაღუპულთა ხსოვნას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი