ლაგოდეხის სოფელ თელასთან მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელასთან 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს სოფლის მიმდებარედ, გორაზე უკიდია, რომელიც დასახლებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს და ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.