ახალი ამბები

აპლიკაცია, რომელიც კონტრაცეპტივად აღიარეს – დაორსულებისგან დაცვა ტემპერატურის გაზომვით

7 აგვისტო, 2017 • 5058
აპლიკაცია, რომელიც კონტრაცეპტივად აღიარეს – დაორსულებისგან დაცვა ტემპერატურის გაზომვით

ელინა შერვიცლის პროექტი, რაც რეალურად მისი ჰობი იყო, მსოფლიოში პირველი აპლიკაციაა, რომელსაც კონტრაცეპტივად ოფიციალურად აღიარებენ- წერს BBC.

ელინა შერვიცლი თავად ბირთვული ფიზიკოსია, რომელიც თავის გუნდთან ერთად ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაზე მუშაობდა. ელინა თინეიჯერობის ასაკიდან ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყნებდა, რადგან ბავშვის ყოლა არ სურდა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივის ალტერნატივის შესაქმნელად მისი ანალიტიკური უნარები გამოეყენებინა.

“სხვა ბევრი ქალის მსგავსად მეც ბევრი კონტრაცეპტივი ვცადე და მიუხედავად ამისა მაინც ვერ ვიპოვე ჩემთვის სასურველი. ჩემი ამოცანა იყო ეფექტური და ბუნებრივი ალტერნატივა მეპოვა და აღმოვაჩინე, რომ განაყოფიერების შანსი საკუთარი ტემპერატურით შეიძლება განსაზღვროთ, ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო” ,- ამბობს ის.

კომპლექსური მათემატიკისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით ელინამ ისეთ ალგორითმის შემუშავება დაიწყო, რომელიც ზუსტად აჩვენებდა ოვულაციის დროს. ეს კი შესაძლებლობას მისცემდა განესაზღვრა ის დღეები, როდესაც განსაკუთრებულად უნდა ეზრუნა დაორსულებისგან თავის დასაცავად.

მისი ექსპერიმენტის შედეგებით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მის ქმართან, რომელიც ასევე ფიზიკოსია რაულ სკერვიცლან ერთად, ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რომელსაც “ბუნებრივი ციკლი” უწოდა.

“ბუნებრივი ციკლი” არის აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ქალებს ეხმარება გაიგონ როდისაა მათი ორგანიზმი მზად დაორსულდეს. ამისთვის საჭიროა აპლიკაციის მომხარებლებმა ყოველდღიურად საკუთარი ტემპერატურა აპლიკაციაში შეიყვანონ და ალგორითმი, განაყოფიერების ტენდენციას გამოავლენს.

2014 წელს ჩაშვებულს აპლიკაციას, მაშინ 300 000 მომხამრებელი ჰყავდა. მომხმარებლები თვიურ  ან წლიურ გადასახადს იხდიდნენ. ბრიტანეთში წლიური მომსახურეობის ღირებულება 50 ფუნტი სტერლინგი იყო, რაშიც თერმომეტრის ხარჯებიც შედიოდა.

კომპანიამ საბოლოოდ 8 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა და გაყიდვებით 6 მილიონი ამოიღო.

2017 წლის თებერვალში ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი აპლიკაცია პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობა გახდა, რომელსაც კონტრაცეპტივის კატეგორია ოფიციალურად მიენიჭა. მან მოიპოვა დასტური ევროკავშირის მასშტაბით მუშაობასა და გავრცელებაზე. მწვანე შუქი მიიღო გერმანიის ინსპექციის სამსახურისგან და სერთიფიკატი ორგანიზაცია Tuv Sud-ისგან.

ამ მეთოდით თავის დაცვა ისეთივე ეფექტურია, როგორც მაგალითად აბების მიღება. ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი სამედიცინო კვლევის შედეგების მიხედვით, რომელშიც 4 000 ქალი მონაწილეობდა და კონტრაცეპტივებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია, რომ ქალების მხოლოდ 7% დაორსულდა ამ მეთოდის გამოყენებით, როცა აბების მიღების შემთხვევაში დაორსულების მაჩვენებელი 9%-ია.

ელინა შერვიცლი, რომელიც შვედეთის სამხრეთ ნაწილში გაიზარდა, ცერნში, ჟენევაში დაფუძნებულ ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციაში მუშაობდა 2012 წელს. ათწლეულობით კვლევის შემდეგ გუნდმა, რომლის ნაწილიც ის იყო, მიაგნო ჰიგსის ბოზონის იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანია იმის გასაგებად თუ როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო.

მასალების გადაბეჭდვის წესი