შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამეგრელოში კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 47 წლის ნ.ყ. ალბაშის რაიონის სოფელ მარანში დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დღესვე შშს-მ გაავრცლა ინფორმაცია, რომ ასევე სამეგრელოში,  განმუხურში დააკავეს პირი, რომელსაც ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა აღმოუჩინეს.

უწყების განცხადებებში არ არის საუბარი იმაზე, უკავშირდება თუ არა ეს დაკავებები ანაკლიაში, GEM FEST-ზე ადამაინების ინტოქსიკაციას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი