პრემიერი: ხუდონჰესის ზოგადი მნიშვნელობა მინდა რომ კარგად გაიაზროთ

სტუდენტებთან შეხვედრის დროს სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. მათ შორის გიგანტური ჰესის მშენებლობით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ.

“ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში მოსახლეობა, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას. არავინ აპირებს მის განადგურებას. სვანეთი არ დგას ამ საფრთხის წინაშე. მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის. მე ვარ ერთ-ერთი პირველი დამცველი მრავალფეროვნების. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ის განადგურდება. ჩვენ ყველა მოქალაქის პოზიცია და აზრი უნდა გავითვალისწინოთ. არასოდეს სახელმწიფო არ მიიღებს ჩვენი მოქალქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება. სწორად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს მისი მშენებლობა ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ინვესტრომა სწორად უნდა მიიტანოს საზოგადოებამდე ინფორმაცია.


“ამ შეკითხვებზე ვალდებულია ინვესტორი კომპანიაც, ენერგეტიკის სამინისტროც, ზოგადად ჩვენ ხელისუფლება და პირადად მე ვარ მოტივირებული და არ ვარ ისე, რომ არ მაინტერესებს ეს საკითხი. პირიქით, ძალიან მაინტერესებს. მე არასდროს არაფერს გავაკეთებ და არც არასდროს გამიკეთებია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

ხუდონჰესის ზოგადი მნიშვნელობა მინდა რომ კარგად გაიაზროთ. ის, რომ რაღაც დაზიანდება, ან თქვენ თქვით, რომ ტენიანობა მოიმატებს. ტენიანობა მოიმატებს თუ არ მოიმატებს, ეს თქვენ უნდა დაეყრდნოთ კვლევებს, უნდა დაველოდოთ რას იტყვიან კომპეტენტური ადამიანები. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია კვლევა,”- თქვა ღარიბაშვილმა. 

 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი