ახალი ამბები

დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

7 აგვისტო, 2017 • 1922
დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ცეცხლი მინდორში გამხმარ ბალახს მოედო, დაიწვა ადგილზე დაყრილი საბურავებიც, რამაც კვამლის შავი შეფერილობა განაპირობა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის მიმდებარე შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.  ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი