პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევა

ხეთაში ავტომობილმა 2 მუშა გაიტანა – დაიღუპა ერთი

დღეს, 7 აგვისტოს, ხეთაში ავტომობილმა ორი მუშა გაიტანა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი 19 წლის იყო, რომელიც სამეგრელოში გაზის მილების გამყვან კერძო კომპანიაში მუშაობდა.

ხეთაში გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია – მშენებელი 2011“ აწარმოებს, რომელიც „სოკარ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაა. “სოკარში” განგვიცხადეს, რომ შემთხვევა დღეს დილით ადრე მოხდა, ხოლო ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება “მშენებელი 2011″–ის ხელმძღვანელი და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.