შსს-ს ცნობით, დააკავეს მძღოლი, ვინც სურამში დედა-შვილს დაეჯახა

შსს-ს განცხადებით, დაკავებულია სურამში მომხრდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი. ამ ავტოავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრალდებულია 22 წლის ახალგაზრდა.

“მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს – 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ,”- აცხადებს შსს.

მათივე ცნოით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი