ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, თბილისში ორ პირს 123 შეკვრა ჰეროინი აღმოუჩინეს

6 აგვისტო, 2017 • 1656
შსს-ს ცნობით, თბილისში ორ პირს 123 შეკვრა ჰეროინი აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი – 50 წლის, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 38 წლის ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობითვე, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გ.ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი – 19 შეკვრად დაფასოებული, 1,6119 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.

“ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ე.ა., ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ე.ა.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო გ.ი.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი