ავტოსაგზაო შემთხვევას დედა და შვილი ემსხვერპლნენ

სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, დედა და შვილი დაიღუპა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი 5 წლისაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com