ახალი ამბები

Gem Fest-ის ტერიტორიაზე დაკავებულ ბაქარ კორშიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

5 აგვისტო, 2017 • 2061
Gem Fest-ის ტერიტორიაზე დაკავებულ ბაქარ კორშიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თეთრი ხმაურის მოძრაობის მხარდამჭერ ბაქარ ყორშიას აღვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუსიკალური ფესტივალის GEM fest ტერიტორიაზე დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს. საუბარია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი