ახალი ამბები

ყაზბეგში ქალი დანით მოკლეს, ბრალდებული ქმარია

5 აგვისტო, 2017 • 2854
ყაზბეგში ქალი დანით მოკლეს, ბრალდებული ქმარია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალი დანით მოკლეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული ქმარია, რომელიც დააკავეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 11 (1) – 108 მუხლით, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი