ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით განმუხურში ორი პირი დააკავეს

5 აგვისტო, 2017 • 1925
ნარკოდანაშაულის ბრალდებით განმუხურში ორი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე: 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს”.

“ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი