ახალი ამბები

Gem Fest-იდან წუხელ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 პირი საავადმყოფოში მოხვდა

5 აგვისტო, 2017 • 2114
Gem Fest-იდან წუხელ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 პირი საავადმყოფოში მოხვდა

Gem Fest-იდან წუხელ ჰოსპიტალში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდა. ფაქტს ადასტურებენ შსს-ში, სადაც გამოძიებაც დაიწყო.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საუბარია 6 პირზე, რომლებიც ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.  6 მათგანი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ხუთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსენს, ერთი – კვლავ რჩება.


 

ანაკლიიდან, მუსიკალური ფესტივალიდან “Gem Fest” 3 აგვისტოს გვიან ღამით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამივე მათგანს უცნობი, გაურკვეველი ნივთიერებებისაგან (სუბსტანციებისაგან) ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი