ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: კვერცხის 60 ნიმუშის კვლევისას დარღვევა არ გამოვლენილა

4 აგვისტო, 2017 • 2066
სურსათის ეროვნული სააგენტო: კვერცხის 60 ნიმუშის კვლევისას დარღვევა არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ  2017  წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევისთვის კი კვერცხის 60 ნიმუში აიღეს, საიდანაც დარღვვა არცერთში გამოვლინდა.

თუმცა, მათივე ცნობით, კონტროლმა გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდებოდა. კვერცხის სავალდებულო
ეტიკეტირების წესი ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს, 2016 წლის მონაცემით, კი საქართველოში 590 მლნ კვერცხი აწარმოეს. უწყების ცნობითვე, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა).

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი