ახალი ამბები

ბაქარ კორშიას ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ფლობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

4 აგვისტო, 2017 • 2668
ბაქარ კორშიას ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ფლობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის GEM fest ტერიტორიაზე დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს.

პოლიციის ცნობით, კორშიას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს, თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, მას პოლიციამ სცემა, თუმცა მოგვიანებით მისმა ადვოკატმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი