ახალი ამბები

სასწრაფომ GEMfest-დან 6 ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში – 1 გარდაიცვალა

4 აგვისტო, 2017 • 24948
სასწრაფომ GEMfest-დან 6 ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში – 1 გარდაიცვალა

ანაკლიიდან, მუსიკალური ფესტივალიდან “Gem Fest” 3 აგვისტოს გვიან ღამით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

მათი ცნობით, პაციენტები საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს. სამივე მათგანს უცნობი, გაურკვეველი ნივთიერებებისაგან (სუბსტანციებისაგან) ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. მათი თქმით, ექიმების მცდელობის მიუხედავად 22 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა მწვავე იყო.

საავადმყოფოში რჩება 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო მეორე გადის სამკურნალო კურსს. ჯერ უცნობია რა სახის ნივთიერებამ გამოიწვია პაციენტების ინტოქსიკაცია.

შსს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეს სსკ-ის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სასწრაფო დახმარების რეგიონულ სამსახურში აცხადებენ, რომ 3 აგვისტოს ჯამში 10 გამოძახება მიიღეს ანაკლიიდან და საავადმყოფოში სხვადასხვა მიზეზით 6 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან 2 კომატოზურ მდგომარეობაში. დანარჩენებიდან – ერთი სიმთვრალის გამო, ერთი მუცლის ტკივლით და ერთიც გაურკვეველი ნივთიერებისგან ინტოქსიკაციით.

მოგვიანებით, ფესტივალის ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას გმობენ და აცხადებენ, რომ საფესტივალო ტერიტორია მკაცრად კონტროლდება:

მასალების გადაბეჭდვის წესი