ახალი ამბები

“შენების მოძრაობის” პროგრამა და გეგმები თბილისში

4 აგვისტო, 2017 • 3233
“შენების მოძრაობის” პროგრამა და გეგმები თბილისში

4 აგვისტოს “შენების მოძრაობამ” ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საარჩევნო გუნდი წარადგინა და თბილისის მერობის კანდიდატად თენგო შერგელაშვილი დაასახელა.

“შენების მოძრაობის” ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “რესპუბლიკელების” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილია. მოძრაობა დაარსდა რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც უსუფაშვილმა დატოვა რესპუბლიკური პარტია, ვისთან ერთადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა.

შენების მოძრაობის თბილისის საარჩევნო გუნდი (ჩამოსაშლელად დააწკაპეთ)

აბაშიძე ლევანიფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი;

ბალიაშვილი გიორგიჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი;

ბუხრაშვილი შორენასოციოლოგი, თბილისის საკრებულოს წევრი;

გელაშვილი გელასაერთაშორისო სამართლის მაგისტრი;

გოგლიჩიძე ალუდგანათლების პოლიტიკის ექსპერტი;

გოგოლაშვილი კახაეკონომისტი, დაზღვევის საკითხთა ექსპერტი;

გურიელი ნინომოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;

გურჩიანი გურამი– საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

დადიანი ანდროსაჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;

დანელიშვილი გიორგი ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესმენი;

ეპიტაშვილი გიორგიიურისტი, ბიზნესმენი;

ვარდოშვილი სოსოეკონომისტი;

ვახტანგაშვილი სოსოისტორიკოსი;

ზარანდია ტარიელიეკონომისტი, ბიზნესმენი;

თაქთაქიშვილი გიორგიისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;

თაქთაქიშვილი გიორგიადვოკატი, ინტელექტუალური სამართლის სპეციალისტი;

კანაშვილი გიორგიკონფლიქტოლოგი;

ლანდია ნათიაჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ექსპერტი;

მოლოდინი გიორგიპოლიტოლოგი, მედიამენეჯმენტის სპეციალისტი;

მსხილაძე გოჩაფილოსოფიის დოქტორი;

მურვანიძე თემო სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი;

მჭედლიძე გურამიეკონომისტი;

ნოსელიძე ირაკლიფიზიკოსი, მეცნიერების პოლიტიკის სპეციალისტი;

სიმონიშვილი სოსოჟურნალისტი, ეკონომისტი;

ქობალია ნათიაეკონომისტი, პოლიტოლოგი;

შერგელაშვილი თენგო – ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი;

ჩხუტიშვილი ილიალობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი.

 

უსუფაშვილის გუნდში არიან როგორც პოლიტიკოსები და ყოფილი საჯარო მოხელეები, ასევე არასამთავრობო სეექტორში მომუშავეები. ერთ-ერთმა მათგანმა, “კავკასიური სახლის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კანაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” მძიმე შეცდომებს უშვებს, ამ მოძრაობას შეუძლია, ცვლილებები მოიტანოს. მანვე გვითხრა, რომ საკრებულოს მაჟორიტარობას არ აპირებს და გეგმავს რომ პროფესიულად, კონფლიქტების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეთნიკური უმცირესობის სფეროში დაეხმაროს მოძრაობას.

"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კადიდატის წარდგენა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი, თენგო შერგელაშვილი 39 წლისაა. 2012-2016 წლებში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. იგი ამბობს, რომ კონკურენტად, პირველ რიგში, სახელისუფლებო კანდიდატს ხედავს. თენგო შერგელაშვილი წლების განმავლობაში რესპიუბლიკური პარტიის წევრი იყო. მან “რესპუბლიკელები” უსუფაშვილის მსგავსად, 2016 წელს დატოვა.

თენგო შერგელაშვილის ბიოგრაფია (სანახავად დააწკაპეთ)

გთავაზობთ თენგო შერგელაშვილის ბიოგრაფიას, რომელიც პარტიამ “შენების მოძრაობა” მოგვაწოდა.

განათლება :

  • 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა მაკროეკონომიკის სპეციალობით. არის ეკონომიკის მაგისტრი;
  • 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაკროეკონომიკის სპეციალობით;
  • 1996 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართლისმცოდნე;
  • 1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის 25-ე ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია;
  • ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

პროფესიული გამოცდილება:

  • 2012-2016 წწ. – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;
  • 2011 -2012წწ. – საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტისსოციალურ-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფების ხელმძღვანელი;
  • 2010 – 2012 წწ. – ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი, ანალიტიკოსი;
  • 2009 -2010 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
  • 2007 -2008 წწ. – საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“– ექსპერტი;
  • 2006-2016 წწ. – რესპუბლიკური პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი; ეროვნული კომიტეტის წევრი;
  • 2002 -2013 წწ. – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის საფუძვლებში,საჯარო ფინანსებში,ადგილობრივ თვითმმართველობაში,პრაქტიკულ ეკონომიკაში;
  • 2001-2006 წწ. – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2001-2004 წწ. – გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამისფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა“-კონსულტანტი, მომხსენებელი;
  • 2002-2005 წწ. – ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის ქვესაბჭოს თავმჯდომარე;
  • 2000-2002წწ. – USAID – ურბანული ინსტიტუტიადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ინიციატივა“-კონსულტანტი; საკანონმდებლო საექსპერტო ჯგუფის ფასილიტატორი;
  • 1999-2000 წწ. – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროგრამის „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა“ დირექტორი;
  • 1997 – 2001 წწ. – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი.

თენგიზ შერგელაშვილი. ფოტო: "შენების მოძრაობა"

[red_box]პროგრამის ძირითადი საკითხები[/red_box]

ხელმისაწვდომობა, ცენტრისა და პერიფერიის თანაბარი განვითარება

პროგრამის თანახმად, ცენტრი და პერიფერია თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და მერიამ უნდა დანერგოს კერძო სექტორის მასტიმულირებელ ღონისძიებათა პაკეტი, რათა ყველა უბანში გაჩნდეს მუნიციპალური სერვისები, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების არეალები, სავაჭრო ცენტრები, საბანკო დაწესებულებები, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტები.

ასევე საუბარია, რომ თბილისი თანაბრად კომფორტული უნდა იყოს როგორც ქვეითების, ასევე ავტომფლობელებისთვის, მოხუცების, ბავშვებისა და შშმ პირებისთვის.

“შენების მოძრაობა” უკმაყოფილოა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, რადგანაც, მათი თქმით, ამ გეეგმას წინ არ უსწრებდა სოციალ-ეკონომიკურ განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. “შენების მოძრაობა” ამბობს, რომ პარალელურ რეჟიმში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მოამზადებენ ახალ გენგეგმას, მანამდე კი გარემოსადაცვით ექსპერტიზას ჩაატარებენ.

თბილისი 10-ის ნაცვლად 25 რაიონად დაიყოფა

პროგრამის თანახმად, თბილისის თვითმმარველობა ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან და ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო. კერძოდ, თბილისის რაიონები თვითმმართველობებად უნდა ფორმირდეს და დღევანდელი 10-ის ნაცვლად 25 ერთეულად უნდა დაიყოს, სადაც თითოეულ უბანს თავისი გამგებელი ეყოლება.

“ამ ცვლილებით საბოლოო ჯამში ბიუროკრატია არათუ გაიზრდება, არამედ მთლიანად მერიის სისტემაში მართვის სისტემის გაუმჯობესების, ოპტიმალური სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების შედეგად შემცირდება კიდეც,”- წერია პროგრამაში.

პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა

პროგრამაში წერია, რომ დაინერგება ეფექტური საზოგადოებრივი ზედამედველობის მექანიზმი და 6 თვეში ერთხელ თბილისელებს ანგარიშს ჩააბარებენ.

პროგრამაშ წერია კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, სადაც, მოქალაქის განცხადებაზე პასუხის გასაცემად დაწესებული ყველა ოფიციალური ვადა განახევრდება, ასევე, დაინერგება ელექტრონული კონტროლის მექანიზმი:

“მერიასა და გამგეობებში შესული განცხადებები სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსედება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ მათი განცხადების მსვლელობას, გაეცნონ შუალედურ დასკვნებს და ონლაინკომუნიკაციით დააზუსტონ დეტალები,”- წერის პროგრამაში.

ამავე პროგრამის მიხედვით, იქნება ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება, კონკკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაცია განათავსოს და ეს სისტემა უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარების პერიოდის ავტომატურ ათვლასა და მის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

საბინაო პრობლემები

პროგრამის თანახმად, კერძო  სექტორთან და მოქალაქეებთან თანამშრომლებთ, ავარიული კორპუსები ახალი საცხოვრებელი სახლებით ჩანაცვლდება. პროგრამაში საუბარია, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს ავარიულ სახლში ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უსასყიდლოდ გადავიდეს სულ მცირე, იმავე ზომის ხარისხიან ბინაში.

აქვე საუბარია, რომ პრაქტიკულად ყვლა შენობას აქვს ენერგოეფექტურობის პრობლემები და დიდია გათბობაზე გაწეული ხარჯები, ამიტომაც, განხორციელდება ენერგოეფექტურობის პრობლემა. პროგრამის თანახმადვე, ყველა მშენებარე კორპუსს წარედგინება ენერგოეფექტიანობის მოთხოვნა, რაც გულისხმობს შენობის ენერგოდანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, გათბობისა და ცხელი წყლის ცენტრალიზებულ სისტემებზე გადასვლას.

ტრანსპორტი

“შენების მოძრაობაც” საუბრობს “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაუქმებაზე. აქ საუბარია, რომ პარკირების მარვას კოორდინირებულად განახორიცელებენ თბილისის ხელმძღვანელობა და პარკირების ოპერატორები. პროგრამის თანახმადვე, შემოიღებენ პარკიდების “ზონირების” მექანიზმს და ძველი თბილისის მიმდებარე არეალებს გაათავისუფლებენ დატვირთული პარკირებისა და სამანქანო ნაკადისგან.

პროგრამის მიხედვით, განახლდება ავტობუსების პარკი და ყველა ავტობუსი იქნება თანამედროვე და კომფორტული. ამავე გეგმის მიხედვით, გაიწერება თბილისში 10 წლის განმავლობაში ტრამვაის 5 მარშუტის გაყვანის დეტალური გეგმა, პირველ 4 წელიწადში კი უკვე ამუშავდება ერთი მათგანი.

“შენების მოძრაობა” აპირებს ტაქსების რეგულირებასაც. პროგრამის თანამად, საწყის ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მომხმარებელთა დაცვას და პროფესიულ ტრენინგებს.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემები

პროგრამის თანახმად, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ არასამთავრობო სექტორთან და ერთობლივად გაატარებენ ზომებს, “რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს”. აქვე წერია, რომ განახლდება თბილისში ძაღლებისა და კატების მოვლისა და მათი პოპულაციის მართვის წესები, ასევე დაწესდება ზედამხედველობა მათ მკაცრ დაცვაზე.

ბაზრობები ყოველ შაბათ-კვირას

პროგრამის მიხედვით, ყოველ შაბათ-კვირას, ქალაქის ყველა უბანში გაიმართება ბაზრობები, სადაც, გარკვეული ადგილები გადაიქცევა ფეხით მოსიარულეთა ზონად და გლეხებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, თბილისელ და რეგიონებიდან ჩამოსულ ხელოსნებსა და მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამაში წერია, რომ გარე ვაჭრობებისთვის გამოიყოფა ადგილები და დადგინდება, თუ რისი გაყიდვა შეიძლება ამ ადგილებში და რა წესების დაცვაა საჭირო. ასევე, დადგინდება გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო.

თენგო შერგელაშვილი. ფოტო: "შენების მოძრაობა"

შერგელაშვილს ვკითხეთ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში როგორ უყურებდა თბილისში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ პრობლემებს და რას აკეთებდა მათ აღმოსაფხვრელად. ამ კითხვაზე პასუხსას მან ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა:

“როდესაც მინისტრის მოადგილე გავხდი, ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ დიდი სახსრები ბიუჯეტში, რომლის დახარჯვის არანაირი სისტემა არ არსებობდა. ჩვენ მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, საქართველოს ცხრავე რეგიონს გავუკეთეთ განვითარების სტრატეგია, შევქმენით კაპიტალური გრანტების სისტემა, რომელიც, ევროკავშირმა ყველა მისიის დროს შეაფასა, როგორც ევროპულ სტანდარტებთან ძალიან მიახლოებული. ამ ხაზით მაშინ დავხარჯეთ 700 მილიონზე მეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 2500-ზე მეტი პროექტი და მთელი სისტემა შევქმენით. ასე რომ, იყო, ერთი მხრივ, წინსვლები, მაგრამ, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემა წამოვიდა, სხვადასხვა სახელისუფლო წრეებიდან, ვისაც არ სურდა სიახლეები”

ასევე ვკითხეთ, რა პოზიცია აქვს “პანორამა თბილისზე”, რაზეც გვიპასუხა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში მიკერძოებული და სუბიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

“თბილისის პროექტები, არ იყო ჩემს კომპეტენციაში, ეს თბილისის გადასაწყვეტი იყო, შესაბამისად, აქ მნიშვნელოანის სპეციალისტების მოსაზრება, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი. მერიაში მთავარია დავნერგოთ ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდნ მომავალზე. წარსულთან დაკავშირებით, მთლიანად ქალაქი რა მდგომარეობაშიც არის, ამით ვხედავთ, როგორ ხელმძღვანელობდნენ ქალაქს წინა ხელისუფლებები,”- გვეუბნება ის.

თენგო შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი უპირატესონა თვითმმართველობის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებაა:

“თვითმმართველობის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მე მაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ თბილისელებს შევთავაზო კონკრეტული გეგემები ყველა სფეროში, რომელმაც, ეს ქალაქი ჯანსაღ ქალაქად უნდა გადააქციოს და ქალაქი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად ცენტრია თუ გარეუბანი, მიუხედავად რა ასაკობრივი ჯგუფია, ავტომფლობელია, ფეხით მოსიარულეა, ყველა მოქალაქის, ყველა ოჯახისთვის უნდა იყოს კომფორტული ეს ქალაქი. ამისთვის, უნდა გადავდგათ ნაბიჯები როგორც ქალაქგეგმარების სფეროში, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, ასევე ბიზნესის ხელწყობის სფეროში და მთლიანად იმ პოლიტიკაში, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ ქალაქის მოწესრიგება

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისის მოქალაქეებს ავუხსნათ, რას ნიშნავს, ჩვენი განსხვავებული გზა და ხედვა თბილისთან მიმართებაში. შემდეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვის დაუჭერს მხარს,”- ამბობს შერგელაშვილი.

"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კადიდატის წარდგენა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

[red_box]”შენების მოძრაობის” გეგმები[/red_box]

შენების მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მერობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ ვრცლად ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, “შენების მოძრაობა”  ჯერ არ დარეგისტრირებულა, როგორც პოლიტიკური პარტია. უსუფაშვილი ამბობს, რომ არ სურთ, ეს რამდნეიმე მეგობრის მიერ დაარსებული ორგანიზაცია იყოს და ამიტომ, პარტიას 2018 წლის გაზაფხულზე, რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად დააფუძნებენ.

მანვე განაცხადა, რომ “შენობის მოძრაობა” იქნება ცენტრისტული, დასავლური კურსის მოძრაობა – “ევროპულ გზას არ აქვს ალტერატივა და ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევანი”.

დავით უსუფაშვილმა 4 აგვისტოს გამართულ წარდგენაზე ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აირჩიეს მოძრაობის სიმბოლოდ ოქროს კვეთი:

“ჩვენი მოძრაობის ემბლემად ავირჩიეთ ოქროს კვეთი. ანუ, ის უნივერსალური პრიპორციული თანაფარდობა, რომლსაც ეფუძნება მეცნიერება, ხელოვნება და საერთოდ სწორი აზროვნება. ოქროს კვეთი, ანუ ოქროს შუალედი – ჩვენს საზოგადოებაში ყველა საკითხში უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი,”- განაცხადა მან.

"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კადიდატის წარდგენა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მისივე თქმით, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს მოძრაობის ფერიც:

“მოძრაობის სიმბოლიკის ფერად შევარჩიეთ სწორედ ეს ფერი, რომელიც არის ლურჯის და წითელის შერევით მიღებული ფერი. ჩვენ ვართ ცენტრისტები, ჩვენ გვინდა მარცხნიდანაც, მარჯვნიდანაც, ახლოდანაც, რაციონალური, სწორი მოსაზრებები, მიდგომები შევისწავლოთ, გავიზიაროთ და ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ, ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ცენტრისტები. ცენტრისტები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ცენტრალურ საკითხი აქვს გადასაწყვეტი  – სახელმწიფო გვაქვს ასაშენებელი,”- განაცხადა მან.

“შენების მოძრაობა” გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს როგორც მომავალ საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებში. მათი განაცხადებით, მთავარი ამოცანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი