ახალი ამბები

პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ყველაზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

4 აგვისტო, 2017 • 5596
პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ყველაზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 35%-ით აღემატება.

2017 წლის 7 თვის მონაცემებით,  61% (301 557 ) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით  28%-ით, ხოლო უცხოელი -45%-ითაა გაზრდილი.   

უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და  რუსეთიდან.

Infographic (1)

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და  თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე:

  • 1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა.  მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპსოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს აქტიურად ახორციელებდა. შპსოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.
  • 3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა.
  • 50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა.
  • 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი