ახალი ამბები

“შენების მოძრაობიდან” თბილისის მერობისათვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძოლებს

4 აგვისტო, 2017 • 1979
“შენების მოძრაობიდან” თბილისის მერობისათვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძოლებს

თბილისში „შენების მოძრაობა“ თბილისის საარჩევნო გუნდს და მერობის კანდიდატს წარადგენს. ცერემონია ახლა იმართება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათი პარტიიდან თბილისის მერობისათვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძოლებს.

თენგიზ შერგელაშვილი 2012-2014 წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, 2014 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ასევე 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი