9266

ბერა: ზოგადად, ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ ყველა ფორმით

“ზოგადად, ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ ყველა ფორმით და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივესალმები,” – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც ანაკლიაში GEMFEST-ზე იმყოფებოდა.

სწორედ აღნიშნულ ფესტივალზე გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა ჟურნალისტმა ბერას ე.წ. კლუბური ნარკოტიკის შესახებ.

“მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, ასე რომ ვერ შევაფასებ, თქვენგან ვიგებ პირველად ამ შემთხვევის შესახებ, ასე რომ არ ვიცი, საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერამ.

ბერასთან ამ თემაზე საუბრის ვიდეომასალა გამოცემა ლაივპრესმა გაავრცელა:

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა Birja Mafia-ს რეპერების დაკავებას ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

“თქვენთან ვარ, ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება“, – დაპოსტა ბერა ივანიშვილმა ფეისბუკში.

მოგვიანებით დაკავებული რეპერები სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი