ახალი ამბები

სერგეენკო ოკუპაციაზე: არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება

4 აგვისტო, 2017 • 2539
სერგეენკო ოკუპაციაზე: არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება

3 აგვისტოს, მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მცოცავი ოკუპაცია სწორი ტერმინი არ არის.

მისივე თქმით, და ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე მოვლენები იმ ფარგლების დადგენაა, რასაც ლეგიტიმაცია 2008 წელს გაუკეთა ხელისუფლებამ.

“ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების აღწერისას, გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომელიც, თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება,”- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი