თბილისის ზღვა. წყარო: გუგლის რუკები

“აქუა ენერჯი ჯორჯია” თბილისის ზღვის ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობას შეისწავლის

მთავრობის განკარგულების საფუძველზე შპს ” აქუა ენერჯი ჯორჯიასა” და საქართველოს მთავრობას შორის “თბილისის ზღვის ჰესის” თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ილია ელოშვილი აცხადებს, მემორანდუმის მიხედვით, კომპანიამ უნდა შეისწავლოს თბილისის ზღვაზე ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობა, 6 თვის შემდეგ კი მთავრობას აღნიშნული კვლევის შედეგები წარუდგინოს. მინისტრის განცხადებით, ამის შემდეგ გადაწყდება, აშენდება თუ არა ნახევარმეგავატიანი სიმძლავრის ჰესი:

“ეს არის ძალიან მცირე, ნახევარმეგავატიანი ჰესი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კვლევის მემორანდუმი. 6 თვის შემდეგ მათ უნდა მოიტანონ კვლევის შედეგი, თუ რამდენად მიზანშეწონილია იქ ჰესის მშენებლობა” – ამბობს ელოშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი