9907

თეთრი ხმაურის მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერს დაკავებისას სცემეს

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის, “GEM Fest”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათი განცხადებით, დაკავებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათი ცნობით, კორშია ამ დროისათვის ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. დაკავებულს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს და იურიდიულ დახმარებას საია გაუწევს.

როგორც მოძრაობის აქტივისტი, დავით სუბელიანი ამბობს, ბაქარ კორშიას თან აღმოაჩნდა სავარაუდოდ 15 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და პოლიცია ვარაუდობს, რომ აბები MDMA-ს შეიცავს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე. მიმდინარეობს ექსპერტიზა. რაც შეეხება ცემის ფაქტს, შსს ამას კატეგორიულად უარყოფს.

მოგვიანებით, ცემის შესაძლო ფაქტი არ დაადასტურა თავად დაკავებულმაც ადვოკატთან შეხვედრისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი