თბილისის საქალაქო სასამართლო

ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ბიზნესდავებს სპეციალიზებული კატეგორია განიხილავს

1 აგვისტოდან კომერციულ დავებს ოთხი სპეციალიზებული მოსამართლე განიხილავს – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დღეს, 3 აგვისტოს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ახალი სპეციალიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა, რომლიც განიხილავს სანივთო-სამართლებრივ დავებს, სამეწარმეო სამარლებრივ დავებს, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა ღირებულაბაც, დავის საგნის მიხედვით, 500 000 ლარს აღემატება.

დღეს სასამართლოში 220-მდე ასეთი საქმეა, მუქაუტაძე კი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ეს რაოდენობა დაახლოებით 300-მდე გაიზრდება. იგმისი აზრით, ოთხი მოსამართლე შეძლებს, რომ ამ რაოდენობას გაუმკლავდეს. ასევე ამბობს, რომ ეს მოსამართლეები აუცილებლად გაივლიან გადამზადებას და ტრენინგები მათთვის მუდმივი პროცესი იქნება

“ვფიქრობთ, უფრო კვალიფიციურად იქნება განხილული კომერციული და ბიზნესდავები, გაიზრდება დასაბუთებოლობის ხარისხი და შემჭიდროებულ ვადებში მოხდება მსგავსი დავების განხილვა… თითქმის მოგვარებული იქნება მსგავსი დავების გაჭიანურების პრობლემა,”- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თავად გეგმავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდეს:

“პირადად შევხვდევბი მათ. შემოდგომაზე ვფიქრობ, რომ დაიგეგმება შეხვედრა, ალბათ, მრგვალი მაგიდის ფორმატში, რათა უფრო უკეთესად მოვისმინით მათი შეხედულებები, მათი უკმაყოფილებები სასამართლოში დავების განხილვასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს სექტორის თვალსაზრისით სასამართლოში არსებობს,”- ამბობს მიქაუტაძე.

იმის შესახებ, რომ საქართველოში კომერციული დავების განხილვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, საუბრობენ როგორც ბიზნესის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, ინვესტორთა საბჭოს მეხუთე სხდომაზე, რომელიც 2017 წლის ივნისში გაიმართა, ითქვა, რომ სასამართლოში შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, ამავე სხდომაზე განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, სასამართლოში შეინიშნება კორუფცია და წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით.

მანვე კომერციული პალატების შექმნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს კარგი იდეაა, თუმცა აუცილებელია მიუკერძოებლობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი