ახალი ამბები

მედვედევი აშშ-ის სანქციებზე: ეს სრულფასოვანი ეკონომიკური ომის გამოცხადებაა

3 აგვისტო, 2017 • 4477
მედვედევი აშშ-ის სანქციებზე: ეს სრულფასოვანი ეკონომიკური ომის გამოცხადებაა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვევის გაცნცხადებით, აშშ-ის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასრულებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯიბესების იმედს და ეს სრულფასოვანი ეკონომიკური ომია.

“პირველ რიგში, ეს ბოლოს უღებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს. მეორე, ეს რუსეთთან სრულფასოვანი ეკონომიკური ომის გამოცხადებაა. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა სრული სისუსტე, როდესაც აღმასრულებელი ძალაუფლება კონგრესს ყველაზე დამამცირებელი გზით გადასცა. ეს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებს შორის ძალაუფლების ბალანსს შეცვლის,”- წერს მედვედევი.

იგი ასევე აცხადებს, რომ ანტირუსული ისტერია იქცა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირიად ნაწილად, რაც აქამდეც ბევრჯერ მომხდარა, და საშინაო პოლიტიკის ნაწილადაც, რაც  სიახლეა.

“ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ეკონომიკისა და სოციალური სექტორის განვითარებას, ძალისმევას მოვმართავთ იმპორტის ჩანაცვლებისკენ და ძირითადი ეროვნული ამოცანების გადასაწყვეტად, რაც ძირითადად ჩვენზეა დამოკიდებული,”- აცხადებს მედვედევი.

სანქციების საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

“ვერავითარი დაშინება და ზეწოლა ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს საკუთარი კურსი, ან გასწიროს ეროვნული იტერესები,”- წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე განცხადებით, ორმხრივი სანქციების დაწესება მათი არჩევანი არ არის და ისინი მზად არიან აშშ-თან თანამშრომლობისთვის იმ სფეროებში, რომელსაც მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მათთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, “რეგიონული კონფლიქტების გადაჭრის ჩათვლით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი