ახალი ამბები

შსს ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს

3 აგვისტო, 2017 • 1734
შსს ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტს უწყება ძალადობის მუხლით იძიებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლი ძალადობის მუხლია დს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლით თავისუფლების შეზღუდვას ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია ტრანგენდერ ქალზე თავდასხმის შესახებ აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ გაავრცელა. მისი თქმით, გვიან ღამით ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს ახალგაზრდა კაცი დაესხა თავს. მისივე ცნობით, თავდამსხმელმა ტრანსგენდერ ქალს დაზიანება თავისა და ხელის არეში მიაყენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი