ახალი ამბები

ანონსი – 3 აგვისტო

3 აგვისტო, 2017 • 1802
ანონსი – 3 აგვისტო

12:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართვს. თემა: სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში გადამზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება.
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599120009
მისამართი: წერეთლის გამზ. #144, თბილისი


10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


11:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ლია მელაძე ივლისის თვის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემებს შეაჯამებენ.


12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომა გაიმართება, რომელზეც ფრაქციის წევრებს დაბარებული ჰყავთ მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თემა: მერიაში დასაქმებულები.


12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს.  თემა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.
მის.: ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ნათია ვასაძე – 577285272


13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დარბაზი (”სანადიმო”) 15 კვალიფიციური პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება. თემა: ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს ინიციატივა, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების სტრასბურგში გამართვასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი: გიორგი ახვლედიანი – 591779898


 

მასალების გადაბეჭდვის წესი