ახალი ამბები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად ბიბოტის დახმარებით

2 აგვისტო, 2017 • 1822
შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად ბიბოტის დახმარებით

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს. დღეიდან,  უკვე შეგიძლიათ  სამოგზაურო დაზღვევა ჩატბოტის დახმარებით შეიძინოთ.

ბიბოტი Facebook Messenger –ში ცხოვრობს და დღეღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე ხელმისაწვდომია.

ბიბოტის დახმარებით შესაძლებელია შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი Messenger-ში მოძებნოთ და მისწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ ის თანხას  გადაგახდევინებთ, ასევე, ჩატიდან გაუსვლელად. დაზღვევას კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმსის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე მიიღებთ.

ამის შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ იმოგზაუროთ და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

დაზღვევის ბოტი ქართულ საფინანსო ბაზარზე უნიკალური სიახლეა, ის მომხმარებელს მასქიმალურ კომფორტს უქმნის და დროს უზოგავს. სამომავლოდ, თიბისი დაზღვევის გუნდი აპირებს, რომ ბიბოტის საშუალებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც შესთავაზოს მომხმარებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი