14786

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკა ე.წ. საზღვართან ხნულების მშენებლობას აანონსებს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 3-დან 18 აგვისტომდე ე.წ. საზღვართან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მშნებელობა იგეგმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხნულებს პრევენციული დანიშნულება ექნება.

ამ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, ე.წ. საზღვართან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების განთავსება რომ იგეგმება, წარმოადგენს პროვოკაციის მცდელობას. ციხელაშვილის თქმით, ეს გამიზნული პროცესია და მიმართულია იმისკენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მუდმივი დაძაბულობა შეიქმნას:

“ეს წარმოადგენს პროვოკაციის მცდელობას, ძალიან გამიზნულ პროცესს, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ მუდმივი დაძაბულობა შექმნას ქართულ საზოგადოებაში. შექმნას ერთგვარი სასოწარკვეთის განცდა, ან რამენაირად შეარყიოს აღებული კურსი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და მთლიანად საზოგადოებას. ვერ მიაღწევს ამ მიზანს იმიტომ, რომ ჩვენი კურსი არის სრულიად შეურყეველი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადგილზე მოსახლეობას” – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი