ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

Youtube-ის ყველაზე პოპულარული ვიდეოები

1 აგვისტო, 2017 • 9167
Youtube-ის ყველაზე პოპულარული ვიდეოები

დღესდღეობით Youtube-ზე მილიარდზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. ატვირთული ვიდეოების რაოდენობა კი  81,941,760-ს აღწევს, ვიდეობს ნახვა ყოველწამს ემატება, იმატებს ვიდეოების რაოდენობაც. Youtube-ის პლატფორმას ძალიან აქტიურად იყენებენ მომღერლები, ბლოგერები, კინოგამქირავებლები.

გთავაზობთ  დღევანდელი მონაცემებით ათ ყველაზე ნახვად ვიდეოს Youtube-ზე:

1. Wiz Khalifa – See You Again ft. Charlie Puth 

პირველ ადგილზე მუსიკალური კლიპია, რომელიც „ფორსაჟ 7“-ისთვის დაიწერა და 2013 წელს ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაცვლილ პოლ უოკერის ხსოვნა მიეძღვნა.

ვიდეოს 2,981,677,091 ნახვა აქვს.

2. Luis Fonsi – Despacito ft. Daddy Yankee

ლუის ფონსის სიმღერა, რომელიც მთელმა მსოფლიომ მალევე აიტაცა, რამდენიმე თვის წინ აიტვირთა Youtube-ზე და უკვე მოახერხა არსებული რეკორდების გაუმჯობესება და ათეულში მოხვედრა. ვარაუდობენ, რომ ლათინო-ამერიკელი შემსრულებლის ვიდეოკლიპს მალე ვიხილავთ პირველ ადგილზე.

ვიდეოს 2,931,654,125 ნახვა აქვს.

3. PSY – GANGNAM STYLE (강남스타일) M/V

სამხრეთ კორეელმა შემსრულებელმა PSY-მ რამდენიმე წლის წინ მოახერხა მთელი სამყარო აელაპარაკებინა, მისი სიმღერა ისმოდა ყველგან. მარტივი ტექსტი და მოძრაობები, ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა Youtube-ზე.

ვიდეოს 2,916,646,606 ნახვა აქვს.

4. Justin Bieber – Sorry (PURPOSE : The Movement)

23 წლის კანადელი მომღერალი 15 წლიდან მოყოლებული არასოდეს რჩება ყურადღების გარეშე, მასზე საუბრობენ ყვითელი ვებგვერდები დაუსრულებლად, იყიდება ალბომები, ემატება ფანები და გასაკვირიც არ არის, Youtube-ის ყველაზე პოპულარული ვიდეობის სიაში რომ მოხვდა.

ვიდეოს 2,688,827,438 ნახვა აქვს.

5. Mark Ronson – Uptown Funk ft. Bruno Mars

ბრიტანელი შემსრულებლისთვის ბრუნო მარსთან კოლაბორაცია აშკარად წარმატებული გამოდგა, კომპოზიციამ წარმატების გარდა ორ მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა Youtube-ზე.

ვიდეოს 2,583,568,198 ნახვა აქვს.

6. Маша и Медведь (Masha and The Bear) – Маша плюс каша (17 Серия)

როგორც აღმოჩნდა მაშას და დათუნიას ისტორიები არა მარტო ქართველი ბავშვების საყვარელი გასართობია, არამედ მთელი მსოფლიო აქტიურად უყურებს ახალ სერიებს Youtube-ზე.

ვიდეოს 2,352,356,420 ნახვა აქვს.

7. Taylor Swift – Shake It Off

ამერიკელი ქანთრის შემსრულებელი ტეილორ სვიფტი დიდი ხანია იპყრობს მსმენელების გულებს. მისი მუსიკალური ალბომები ყოველთვის გაყიდვადია და როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ არც ვიდეობის ნახვები ჩამორჩება.

ვიდეოს 2,292,149,377 ნახვა აქვს.

8. Enrique Iglesias – Bailando (Español) ft. Descemer Bueno, Gente De Zona

ესპანელი შემსრულებელი უკვე მრავალი წელია ახერხებს მსმენელების გულის მოგებას, მისი ვიდეოკლიპი, რომელიც 2014 წელს აიტვირთა Youtube-ზე დღემდე ყველაზე პოპულარული ვიდეოების სათავეშია.

ვიდეოს 2,275,414,271 ნახვა აქვს.

9. Maroon 5 – Sugar

Maroon 5 ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ძალიან წარმატებულად აგრძელებენ მუსიკალურ საქმიანობას წლების განმავლობაში და ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებენ მსმენელებს. მათი ერთ-ერთი ბოლო სიმღერაც ზუსტად ამის დასტურია.

ვიდეოს 2,206,777,159 ნახვა აქვს.

10. Katy Perry – Roar (Official)

ქეითი პერის სიმღერებს მრავალი წელია უსმენენ ადამიანები მთელს მსოფლიოში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი, მიღებული აქვს MTV ჯილდოები, „გრემის“ ნომინაციები და ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ ქალად ამერიკაში, ამიტომაც მისი ვიდეოს ხილვა Youtube-ის ყველაზე პოპულარულ ვიდეობში გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს.

ვიდეოს 2,178,072,927 ნახვა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი