აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე – LIVE

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნების მონაწილე ქართულ-ამერიკულ კონტიგენტს შეხვდა. წვრთნები “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და წელს მასში ნატოს 5 წევრი ქვეყანა და 3 პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობს.

სამხედროებს სიტყვით მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი.

მანამდე გაიმართა გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მაიკ პენსთან.

პენსი დილიდან შეხვედრებს მართავს თბილისში. იგი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს და გააკეთა განცხადებები მედიისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი