ახალი ამბები

ბაქრაძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალეთ

1 აგვისტო, 2017 • 1662
ბაქრაძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალეთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი და მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდა:

“ძალიან მკაფიო და ბუნებრივი იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ვიცეპრეზიდენტისაგან. თავისთავად, ის დინამიკა, რომელიც გვაკავშირებს აშშ-თან, მის ახალ ადმინსიტრაციასთან, მიუთითებს იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც გვაქვს; იმ მაღალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და პერსპექტივებზე, რომლებიც გვაქვს ერთმანეთთან უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკურ-სავაჭრო კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩვენ დღეს გადავშალეთ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი, რომელიც გვიხსნის კიდევ მეტ შესაძლებლობებს, რათა გავაღრმავოთ უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან დღეს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მსურველებს და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი