ახალი ამბები

ჯანელიძე: დადასტურდა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ

1 აგვისტო, 2017 • 1712
ჯანელიძე: დადასტურდა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ პენსის პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციის მიმართულებით.

“ძალიან ნათლად დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური და ნატოში ინტეგრაციის წევრობის მიმართულებით. ასევე ის პროგრესი, რაც ჩვენ, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერით გვაქვს მოპოვებული. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთნ ერთად, რაც ძირითადი განმაპირობებელია ჩვენი შვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და, რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგომი სუვერენიტეტის განმტკიცების,” – აცხადებს მინისტრი.

მთავრობის ადმინსიტრაციაში დღეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მან განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მსურველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი