ახალი ამბები

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს

1 აგვისტო, 2017 • 2177
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს

„პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება აშშ-ის კონგრესის მხრიდან, რომ [კანონპროექტში] არ იყო მოქნილობის ელემენტები ჩადებული, თუმცა კანონპროექტი დაიხვეწა და აშშ-ს მისცემს საშუალებას, წარმართოს მოქნილი საგარეო პოლიტიკა“ – განაცხადა მაიკ პენსმა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პირველ აგვისტოს.

მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფინანასური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს და კონგრესს ერთიანი პოზიცია აქვთ.

„რუსეთი კვლავ აგრძელებს ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების მხარდაჭერას და რუსეთის ქმედებას ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომელიც ეხება ჩვენს ღირებულებებს და, დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ უკეთეს ურთიერთობებს“ – განაცხადა პენსმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მეორე დღეა იმყოფება საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. იგი თბილისიდან დღეს გაემგზავრება.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 01.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 01.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი