ახალი ამბებირეკლამა

Visa აფართოებს გლობალური ტრანზაქციების დამუშავებას სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრების მეშვეობით

31 ივლისი, 2017 • 2043
Visa აფართოებს გლობალური ტრანზაქციების დამუშავებას სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრების მეშვეობით

ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრები შექმნილია ციფრული გადახდების მიმართ მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

 2017 წლის 26 ივლისი სან-ფრანცისკოში საერთაშორისო გადახდების ტექნოლოგიების კომპანიამ – Visa (NYSE:V),  განაცხადა ტრანზაქციების დამუშავების გაფართოება სინგაპურსა და დიდ ბრიტანეთში მდებარე ორი ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის მეშვეობით. ახალი გლობალური დაცვის ცენტრები გაზრდის Visa-ს ინფრასტრუქტურის სიჩქარეს, მოქნილობასა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას. ამავე დროს გააუმჯობესებს კომპანიის შესაძლებლობას უზრუნველყოს ახალი და კიდევ უფრო დახვეწილი გადახდის შესაძლებლობები დღევანდელი ურთიერთდაკავშირებული გლობალური ეკონომიკის პირობებში.

„კომერცია და გადახდები ანალოგურიდან ციფრულზე ისტორიული გადასვლის პროცესშია. სულ უფრო მეტი ადამიანი ნაღდი ფულის ნაცვლად გადახდებს ბარათებისა და ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ახორციელებს,“ განაცხადა Visa-ს ტექნოლოგიების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რაჯატ ტანეიამ. „აზიასა და ევროპაში ტექნოლოგიური ინვესტიციების მეშვეობით ჩვენ ვხვეწთ ინფრასტრუქტურას, რათა დავაკმაყოფილოთ ციფრული და მობილური გადახდების სწრაფი ზრდის ტემპი. ამავე დროს შევინარჩუნოთ უსაფრთხო, მოსახერხებელი და მუდმივად ხელმისაწვდომი მომსახურება, რომელსაც ჩვენი კლიენტები და პარტნიორები მოელიან.“

სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრები დაემატება ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე Visa-ს მონაცემთა ცენტრებს. ოთხი სინქრონიზებული მონაცემთა ცენტრის მეშვეობით Visa-ს გაფართოებული მომსახურების ზონა გაზრდის მის ინფრასტრუქტურულ რესურსებსა და მოქნილობას და მინიმუმამდე შეამცირებს სერვისის შეფერხების ალბათობას Visa-ს 16,600 ფინანსურ უწყებაში, მილიონობით სავაჭრო წერტილსა და 3 მილიონ ბარათზე[i]. ორი ახალი ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი კლასის ტექნოლოგიით, მათ შორის მაღალი მახასიათებლების მქონე ტექნიკით და ენერგოეფექტური ელექტრო და გამაგრილებელი ინფრასტრუქტურით. ორ ახალ ცენტრში ტრანზაქციების დამუშავებას Visa 2018 წლიდან გეგმავს.

სინგაპურის მონაცემთა ცენტრი

სინგაპურში, 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე მდებარე ცენტრი Visa-ს ტრანზაქციების დამუშავების პირველი ცენტრია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. იგი მოემსახურება  კლიენტებს, ბარათის მფლობელებსა და სავაჭრო ობიექტებს როგორც მთელ რეგიონში ასევე Visa-ს ქსელს გლობალურად.

„სინგაპურში უკვე მდებარეობს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ჩვენი მთავარი ოფისი  და ეს ადგილი უკვე მნიშვნელოვანი ცენტრია Visa-ს ბიზნესისთვის“ განაცხადა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის Visa-ს კომპანიათა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კლარკმა. „სინგაპურში ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრის გახსნით ჩვენ ვაძლიერებთ ციფრულ გადახდებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ამავე დროს  ვაგრძელებთ გადახდების დარგში ინოვაციების შემოტანას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.“

„მოხარულნი ვართ, რომ ახალი მონაცემთა ცენტრის გასახსნელად Visa-მ სინგაპური აირჩია, რაც აძლიერებს სინგაპურის, როგორც სანდო კომერციული და ტექნოლოგიური პარტნიორის პოზიციას“, განაცხადა სინგაპურის ეკონომიკური განვითარების საბჭოს გენერალური მენეჯერის თანაშემწემ, ბატონმა კელვინ უონგმა. „ეს ინვესტიცია მოახდენს Visa-ს ბიზნესის მომსახურების ზონის სრულყოფას სინგაპურში და ადასტურებს, რომ სინგაპური რეგიონული ლიდერია მონაცემთა მართვისა და კავშირის საკითხებში.“

ახალი მონაცემთა ცენტრი Visa-ს მიერ სინგაპურში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული მესამე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. 2016 წლის სექტემბერში Visa-მ გახსნა Visa-ს უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო კამპუსი სინგაპურის სათავო ოფისში. 2016 წლის აპრილში Visa-მ გახსნა სინგაპურის ინოვაციური ცენტრი, რომელიც რეგიონში კლიენტების, პარტნიორებისა და დეველოპერებისთვის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს Visa-ს ექსპერტებთან ერთად მომავალი თაობის კომერციული აპლიკაციების შესაქმნელად.

დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრი

2016 წლის ივნისში კორპორაცია Visa-მ განაცხადა, რომ დაასრულა Visa Europe-ის შესყიდვა და დაიწყო ორი კომპანიის საერთო ტექნოლოგიური პლატფორმის მქონე ერთიან გლობალურ ორგანიზაციად გაერთიანების მრავალწლიანი პროცესი. აღნიშნული ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს Visa-ს გლობალური ტრანზაქციების დამუშავების ქსელთან – VisaNet-თან 3,200 ევროპელი კლიენტის შემოერთება  და აგრეთვე არსებული მონაცემებთა დამუშავების ცენტრის მოდერნიზება დიდ ბრიტანეთში.

სრული მოდერნიზების შემდეგ 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე განლაგებული მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რეგიონში არსებულ კლიენტებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ოპერაციული სტაბილურობით და ამავდროულად დააჩქარებს ახალი საგადამხდელო ინოვაციების გამოშვებას ევროპის ბაზარზე.

„ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის გახსნა ევროპაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ყველა ჩვენს კლიენტსა და პარტნიორს Visa-ს საერთაშორისო რესურსებით და აქტივებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს,“ განაცხადა კორპორაცია Visa-ს ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ შიდიმ.

Visa-ს შესახებ

Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს – VisaNet-ს – რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს,  მათ  მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

[i] Visa ბარათების რაოდენობა ემყარება Visa-ს საოპერაციო სერტიფიკატების რაოდენობას 2016 კალენდარული წლისთვის. Visa ბარათების რაოდენობა მოიცავს: Visa, Visa Electron, V PAY და Interlink-ს, ასევე სავაჭრო ობიექტების PLUS ტიპის ბარათებს. მომხმარებელი ფინანსური უწყებების რაოდენობა აღებულია კვარტლის დასასრულის, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი