კანცელარიასთან ლგბტქი აქტივისტების აქციის უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პოლიცია. 17.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გ.რ. და ტ.მ. თბილისში, ხოლო დ.მ. რუსთავში დააკავეს. ისინი „ქურდულ სამყაროს“ აღიარებენ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ  უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“  დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com