აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის გზავნილი ბალტიის ქვეყნებს, საქართველოსა და მონტენეგროს

“ჩვენი გზავნილი ბალტიის ქვეყნებისადმი, ჩემი გზავნილი საქართველოსა და მონტენეგროსადმი, როცა ჩავალთ ამ ქვეყნებში – იქნება ერთი და იგივე: ჩვენ, მოკავშირეები აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვარ თავისუფლებისთვის,” – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში.

მაიკ პენსი დღეს საქართველოში ჩამოვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი უკვე ჩავიდა ესტონეთში, დღეს ის ეწვევა საქართველოს, ხოლო საქართველოს შემდეგ მონტენეგროში ჩავა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ივლისს პენსმა ისაუბრა ესტონეთში ამერიკული თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემების, “პატრიოტის” განთავსების შესახებ.

“ჩვენ ამის თაობაზე დღეს ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტ თარიღსა და დროზე არ გვისაუბრია,” – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ცნობით, პენსის ეს ტურნე განიხილება როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსამზადებელი ტურნე იმ სამ სახელმწიფოში, სადაც პენსი ჩავა, მხოლოდ საქართველოა ნატოს არაწევრი სახელმწიფო. პენსი საქართველოში სამხედრო წვრთნებს “ღირსეული პარტნიორი 2017” დაესწრება, რომელშიც ნატოს ხუთი წევრი ქვეყანა მონაწილეობს. მაიკ პენსი შეხვდება პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი