ახალი ამბები

ჯანელიძე: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ხაზს უსვამს თანამშრომლობის მაღალ დონეს

30 ივლისი, 2017 • 1847
ჯანელიძე: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ხაზს უსვამს თანამშრომლობის მაღალ დონეს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი,ს მაიკ პენსის საქართველოში ადრეულ ეტაპზე ვიზიტი მნიშვნელოვანია.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს და ასე ხაზს უსვამს, რომ საქარველოს მთავრობასა და აშშ-ში პრეზიდნტის ახალ ადმინისტრაციას შორის არის კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბებული ადრეული ეტაპიდანვე და ეს გამოხატულია არა მარტო ამ ვიზიტით, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა ოფიციალური ვიზიტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი