ახალი ამბები

ორმაგი ხელფასები ფეხბურთის ფონდში და ყოველთვიური დანამატები სპორტის სამინისტროში

29 ივლისი, 2017 • 3377
ორმაგი ხელფასები ფეხბურთის ფონდში და ყოველთვიური დანამატები სპორტის სამინისტროში

“სამინისტროში გაცემული დანატები თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს,” – ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის  ფინანსური აუდიტის ანგარიშში .

თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ამ სამინისტროს ფინანსური აუდიტის შედეგად გამოიკვეთა. როგორც ირკვევა, სამინისტროს ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდში“ გაორმაგებული ხელფასები გაიცემა:

“2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3,000 ლარს, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1,500 ლარს”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

ამას გარდა, აუდიტის სამსახურის ცნობით,  „ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დირექტორის, ზაზა დოლიძის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6,250 ლარს, “მაშინ, როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს – 2,950 ლარს”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას.

როგორც ფინანსური აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის N01/114 ბრძანების შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამინისტროში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში (2016 წლის 1 იანვრიდან) სამინისტროს 23 თანამშრომლისთვის დაწესდა ყოველთვიური დანამატი:

სახელფასო დანამატების პორტის სამინისტროში

სახელფასო დანამატების პორტის სამინისტროში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი