ახალი ამბები

ბოსტონთან ახლოს პოლიცია მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს

19 აპრილი, 2013 • • 1133
ბოსტონთან ახლოს პოლიცია მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს

იქ, სადაც პოლიციელი ჩაცხრილეს, სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს. ამერიკული პრესა წერს, რომ პოლიციამ მასაჩუსეტსის

ეჭვმიტანილი 1.
ეჭვმიტანილი 1.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებელი უკვე შეამოწმა, სტუდენტები და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი გაფრთხილებულია, რომ გარეთ არ გავიდნენ სპეცოპერაციის დასრულებამდე. 

ადგილობრივი გამოცემა Boston Globe წერს, რომ ბოსტონიდან 10 კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში – კემბრიჯსა და უოთერთაუნში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო ქაოსი და პანიკაა, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს კი პოლიცია ტელეფონის გათიშვას ურჩევს უსაფრთხოების მიზნით. ჯერჯერობით, სამართალდამცავენი ვერ საუბრობენ, აქვს თუ არა რაიმე კავშირი პოლიციელის მკვლელობას ბოსტონში 3 დღის წინ მომხდარ ტერაქტთან.

პრესა ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე, რომელიც

ეჭვმიტანილი 2
ეჭვმიტანილი 2

დაახლოებით 20 წლისაა და რომელიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს პოლიციას.

ბოსტონის მახლობლად მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, FBI–მ უკვე გამოაქვეყნა ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულთა ამსახველი ფოტო–ვიდეომასალა. ორივე მამაკაცი აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარათონის ფინიშის ხაზთან, ზუსტად იქ მოძრაობდა, სადაც მოხდა აფეთქება. ორივე მათგანს თან ზურგჩანთა ჰქონდა. პოლიციამ მათ ამოსაცნობად მოსახლეობას მიმართა. ვარაუდობენ, რომ მათი ასაკი დაახლოებით 20 წლის
ფარგლებში მერყეობს.

ბოსტონის მარათონის მიმდინარეობისას მომხდარ ტერატქტს რამდენიმე დღის წინ 3 ადამიანი ემსხვერპლა, 180 კი დაშავდა, მათგან 60–მდე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი