აფიშაახალი ამბებიკინო

ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პრემიერა საქართველოში 28 სექტემბერს შედგება

29 ივლისი, 2017 • 4373
ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პრემიერა საქართველოში 28 სექტემბერს შედგება

რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევრის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პრემიერა საქართველოში 28 სექტემბერს შედგება. ფილმა უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და მისი ჩვენება სხვადასხვა ფესტივალზე მოეწყო.

ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი