ახალი ამბები

„ფრთხილად, ოკუპანტია!” – აქცია–პერფორმანსი ავტომაგისტრალზე

29 ივლისი, 2017 • 2751
„ფრთხილად, ოკუპანტია!” – აქცია–პერფორმანსი ავტომაგისტრალზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ყარაფილის გადასხვევთან აქცია პერფორმანსი დღეს დილიდან მიმდინარეობს, სახელწოდებით – “ფრთხილად, ოკუპანტია!”

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, რომლებზეც აღნიშნულია, რომ 400 მეტრში დგანან რუსი ოკუპანტები. ერთ–ერთ ბანერზე წერია – “შორს ხელები და მავთულხლართები საქართველოდან”.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ყველას, ვინც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალით, შეუძლიათ შეჩერდნენ ყარაფილას გადასხვევთან და მიიღონ მონაწილეობა აქციაში.

“ეს ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოს სადეოკუპაციო მოძრაობა. ჩვენი ბრძოლა ერთჯერადი ვერ იქნება, ჩვენ ჩავებით დიდ ბრძოლაში, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია”, – აცხადებს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა.

 

ეს აქცია პერფორმანსი არის ორგანიზებული იმ პირების მიერ, ვინც რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო პატრულირება დაიწყო ბერშუეთის მონაკვეთზე. სამოქალაქო პატრულირების ორგანიზატორების განცხადებით, ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს.

ფრთხილად ოკუპანტია, აქცია ყარაფილასთან. 29.07.2017. ფოტო: ლაშა ბერულავას ფეისბუკის გვერდიდან

ფრთხილად ოკუპანტია, აქცია ყარაფილასთან. 29.07.2017. ფოტო: ლაშა ბერულავას ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი