ახალი ამბები

ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი რამდენიმე საათით იყო

28 ივლისი, 2017 • 2151
ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი რამდენიმე საათით იყო

27 ივლისს “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სულ რამდენიმე საათით გახდა და უკან ჩამოიტოვა ბილ გეითსი, მაგრამ მალევე “ამაზონის” აქციების ფასი შემცირდა და 90 მილიარდი დოლარით გეითსი ისევ სიის სათავეში მოექცა.

აქციების ფასის ვარდნის გამო ბეზოსმა რამდენიმე საათში 2 მილიარდამდე დაკარგა და ხუთშაბათ საღამოს მისი ქონება 88.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ბილ გეითსის კი- 89.8 მილიარდს.

ბეზოსის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ “ამაზონის” აქციებზეა დამოკიდებული, მისი წილი კი კომპანიიდან დააცლოებით 17%-ია, რაც 83 მილიარდ დოლარდს უდრის. “ბლუმბერგის” მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან ჯეფ ბეზომ ქონებას 24 მილიარდი დოლარი შემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი