ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის კომენტარი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე

28 ივლისი, 2017 • 2882
აშშ-ის ელჩის კომენტარი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

“რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საკითხი და მის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ზოგადად, აშშ-ის გადმოსახედიდან, აღნიშნულ საკითხს, ვუყურებთ საერთაშორისო ვალდებულების, საერთაშორისო სამართლის ჭრილში და აშშ-ის მოქმედი სამართლებრივი ნორმების მიხედვით. შესაძლებლობა ეძლევათ ასეთ პირებს, მიიღონ შესაბამისი იურიდიული დახმარება. ჩემი აზრით, ჩვენ ამგვარად მოვიქცევით. უკრაინამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.”

იან კელი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხის წინაშე მდგარმა პირმა კომპეტენტური ადამიანების დახმარება უნდა მიიღოს და ეს საკითხი კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობამ უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დატოვა მაშინ, როცა ის აშშ-ში იყო გამზავრებული. სააკაშვილი ამჟამად აშშ-შია, მას უკრაინაში შესვლა ეკრძალება, არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ხოლო საქართველოში მასზე შიდა ძებნაა გამოცხადებული მის წინააღმდეგ აძღრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი