ახალი ამბები

ციხისძირის ინციდენტის მონაწილე ერთი სამხედრო პოლიციელი მიმალვაშია

18 აპრილი, 2013 • 1113
ციხისძირის ინციდენტის მონაწილე ერთი სამხედრო პოლიციელი მიმალვაშია

მიმალვაში მყოფი პირი, პროკურორის ინფორმაციით, დაკავებული ორი პირზე მაღალი ჩინის მფლობელი იყო. 

პროკურორის თქმით, ონისე ხუბულავა პროკურატურაში პირველი დაკითხვის დროსაც არ გამოცხადებულა.

„ბრალს წარვუდგენთ დაკავებიდან 48 საათში, რასაც სასამართლო განიხილავს. ბრლადება ალბათ იქნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით. ჯერ ეს საკითხი ბოლომდე დაზუსტებული არ არის“, – განმარტავს ლევან გზირიშვილი.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური სამმართველოს (სამეგრელო-ზემო სვანეთის) მე-2 განყოფილების უფროსმა ონისე ხუბულავამ, ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორებმა- პაატა გვილიამ და მალხაზ მამფორიამ საჯარო ადგილას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლასაროლი იარაღის გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას  ძალადობით და იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 

 

გამოძიების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აღნიშნულმა პირებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოქალაქეებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და რამდენჯერმე უკანონოდ  გაისროლეს. ხუბულავამ, გვილიამ და მამფორიამ ციხისძირის მკვიდრებს- მიხეილ დიასამიძეს და ამირან დოლიძეს მოსთხოვეს ეჩვენებინათ ჯვარი, რაზეც უარი მიიღეს. გაღიზიანებულებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პისტოლეტიდან რამოდენჯერმე გაისროლეს.

 

ონისე ხუბულავამ ციხისძირის მკვიდრ მევლუდ დავითაძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო  წაქცეულ დავითაძეს ცემა დაუწყო. 

 

მოგვიანებით ციხისძირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პაატა გვილიამ, მალხაზ მამფორიამ და ონისე ხუბულავამ რამდენიმე ავტომანქანა გააჩერეს, მოითხოვეს საბუთები და  გაჩხრიკეს ისინი, შეამოწმეს საბარგულები, მოქალაქეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. უწოდეს მათ „თათრები“ და ჯვრის ჩვენებას სთხოვდნენ.  ხუბულავამ ერთ-ერთ მოქალაქეს კისერთან  პისტოლეტი მიადო და შუბლის გახვრეტით დაეუმქრა.

 

გამოძიება მიმდინარეობს  ს.ს.  კოდექსის  239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი