მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გახდა

Forbes–ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი აღარაა და ეს ტიტული მას ჯეფ ბეზოსმა, ამაზონის დამფუძნებელმა ჩამოართვა.

ბეზოსის კაპიტალი 90.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 500 მილიონი აშშ დოლარით აღემატება გეიტსის ქონებას.

ფორბსმა მილიარდერების მონაცემების შეგროვება 1987 წლიდან დაიწყო. ბეზოსი უკვე მეშვიდე ადამიანია, რომელმაც ამ ხნის მანძილზე მიიღო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული, ამავე დროს ის რიგით მესამე ამერიკელია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

ბეზოსი 53 წლისაა. ონლაინ–ვაჭრობის კომპანია Amazon.com მან 2000 წელს დააფუძნა. ამაზონი ფლობს გავლენიან ამერიკულ მედიასაშუალებას – ვაშინგტონ პოსტს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი