ახალი ამბები

ანონსი – 28 ივლისი

27 ივლისი, 2017 • 1736
ანონსი – 28 ივლისი

გთავაზობთ 28 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:00 – სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ გაიმართება ორი კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში პირის დაკავების სტანდარტებს მიმოიხილავს და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებს (ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენება და სხვ.) აანალიზებს. პრეზენტაცია ტარდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით.


10:00 – სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენციას სახელწოდებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორი ნედრეტ ემიროგლუ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების
ხელმძღვანელი საქართველოში ჯულიეტ მორგანი და ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის დირექტორი ჩარლზ გორი დაესწრებიან.


10:30 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს ანგარიშის – სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი –  პრეზენტაციას. დოკუმენტის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე სახალხო დამცველის, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალების მანდატისა და კომპეტენციების ეფექტიანობის შეფასება და მისი გაძლიერებისა და საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის პოზიტიური რეკომენდაციების მომზადება. ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის ქუჩა N1


11:00 – სახალხო დამცველის აპარატი საჯარო დებატებს გამართავს თემაზე „2008წლის ომის დროს  ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და   უსაფრთხოების გამოწვევები“. ღონისძიების ადგილი: გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სტალინის ქ. 7


11:00 – სახელმწიფო კანცელარიაში ჩართულობის სახელმწიფო კომისიის სხდომა
გაიმართება.


11:00 – ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალური პაკეტის პრეზენტაციას გამართავს. მის : ერისთავის ჩიხი #12


12:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეზე მთავარი სასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეში საია მოსარჩეელების (კახა კოჟორიძის, გიორგი გოგოჭურის და მარინა მიზანდარის) ინტერესებს წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე  სხდომაზე სასამართლოს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას 2014 წლის 12 დეკემბრის იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლის საფუძველზეც საყდრისი უკანონოდ იქნა აფეთქებული.


12:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სასჯელაღსრულების სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიის, „ბეიქერის“ დამფუძნებელი სერგო ჯავახიძე ორგანიზაციის- „შეაჩერე კორუფცია“ – თავმჯდომარის, გიორგი ბაჯელიძის ბრალდებას უპასუხებს.


13:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა- სოსო რობაქიძე გამოეხმაურება ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევას და გააკეთებს საგანგებო განცხადებას.


14:00 – გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ავტომობილის აფეთქების საქმეზე.


18:30 – ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გამართავს წიგნის – „ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში – 1918“ პრეზენტაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი