ახალი ამბები

“ბიზნესი კლავს, სახელმწიფო ითვლის” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

27 ივლისი, 2017 • 1758
“ბიზნესი კლავს, სახელმწიფო ითვლის” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“ბიზნესი კლავს, სახელმწიფო ითვლის” – ასე ჰქვია დღეს, 27 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს შრომის ქმედითი ინსპექციის შექმნა.

25 ივლისს დიღომში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა, 26 ივლისს კი თბილისში სახლის დემინტაჟისას ერთი მუშა დაიღუპა, ოთხი – დაშავდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, შრომის ქმედითი ინსპექციის შექმნის მოთხოვნით იმ ფორმის აქციებით, რასაც ატარებენ, შედეგს ვერ იღებენ და დაღუპულთა სტატისტიკა დღითიდღე იზრდება.

“ეს უკვე მარაზმია. დაიღუპება ადამიანი – შევიკრიბებით, ვიძახით, რა ცუდია, რომ გაუსაძლისია, რომ აღარ შეიძლება, დავიშლებით – ისევ ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ვფიქრობ, კონკრეტული გეგმა უნდა იქნეს შემუშავებული, ამის ინიციატორი პროფკავშირი უნდა იყოს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები დასახული, იქნება ეს რადიკალური ღონისძიებები – გაფიცვა, პროტესტი- თუ სხვადასხვა საშუალებები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ  იმას, რომ შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, შრომის ინსპექცია თავისი მექანიზმებით და არა ისეთი ბუტაფორია, როგორიც დღეს გვაქვს,”- განაცხადა ვიტალი გიორგაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. 27.07.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი